ახალი ამბები

თელავში ავარიის შედეგად ქალი დაშავდა

თელავში მამაკაცი ავტომობილით საკუთარ მეუღლეს დაეჯახა.

შემთხვევა სეხნიაშვილის ქუჩაზე, თელავის რეფერალური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების განმარტებით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი მეუღლეს უკან სვლის დროს დაეჯახა.

დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი კვლევები უტარდება.

შეუძლოდ გახდა მამაკაციც, რომელიც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე პოლიცია იმყოფება.