ახალი ამბები

გურჯაანის ბაზარში, ერთი პირის დაჭრის ფაქტზე, მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ო. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე აგრარულ ბაზარში, ცივი იარაღის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა 1960 წელს დაბადებული ზ.ბ.-ს.

,,დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონოსძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ო. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- აცხადებენ შსს-ში.