საქართველოში რეგისტრირებულმა მანქანებმა 2 მლნ ერთეულს გადააჭარბა
დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 2 მლნ ერთეულს გადააჭარბა. ამის შესახებ მომსახურების სააგენტოს რეალურ დროში მონაცემებიდან ხდება ცნობილი.
„ბიზნესპრენსიუსი“ აღნიშნულ სტატისტიკას იყენებს იმისთვის, რომ თვალსაჩინო იყოს, თვეში რეგისტრირებული ავტომობილების საშუალო მაჩვენებელი. ოფიციალურ მონაცემებზე დაკვირვების შედეგად, ჩანს, რომ თვეში საშუალოდ 16 800 მანქანა გადის რეგისტრაციას.
შენიშვნა: ავტომობილების გარკვეული ნაწილი, შესაძლოა, შემდგომ რეექსპორტზე გავიდეს. თუმცა, საქართველოში რეგისტრირება ნიშნავს, რომ შიდა სატრანზიტო ნომრის გამოყენების 2-თვიანი ვადა უკვე გასულია, შესაბამისად, ავტომობილი ქვეყანაში საშუალოდ 2 თვე იმყოფება.
მომსახურების სააგენტოს სტატისტიკიდან ასევე ჩანს, რომ ქვეყანაში უკვე 1.689 მლნ-ზე მეტი მართვის მოწმობაა გაცემული.

