ახალი ამბები

სინოპტიკოსები-11 თებერვალს მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით.

მათივე ინფორმაციით, ასევე მოსალოდნელია ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, მაღალმთიან რაიონებში – ზვავსაშიშროება.

„დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.