ახალი ამბები

„თუშეთი – წარმართობისა და ქრისტიანობის გზაგასაყარზე“ – გამოფენა საქართველოს მუზეუმში

23 დეკემბერის, 17:00 საათზე სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიხსნება გამოფენა „თუშეთი — წარმართობისა და ქრისტიანობის გზაგასაყარზე“.

ექსპოზიცია პირველად წარუდგენს საზოგადოებას თუშეთში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევების შედეგად აღმოჩენილ უნიკალურ მასალას — საკულტო ნივთებს, სამკაულს, XIX–XX საუკუნეების ფოტომასალასა და სხვა არტეფაქტებს. გამოფენა მოგვითხრობს, როგორ თანაარსებობდა შუა საუკუნეების თუშეთში წარმართული ტრადიციები და ქრისტიანული სარწმუნოება და როგორ ჩამოყალიბდა რეგიონის მრავალფენოვანი კულტურული იდენტობა.

პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოში იტალიის საელჩოს ხელშეწყობით.