“ვიზალიბერალიზაციის შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზეც გავრცელდეს” – იოზვიაკი
ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში უკვე გამოქვეყნდა. ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოცალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ევროკომისია განიხილავს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის, თუმცა თუ არსებული პრობლემები არ მოგვარდება, უვიზო რეჟიმი შესაძლოა საქართველოს მოსახლეობაზეც გავრცელდეს.
ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების შესახებ უკვე გამოქვეყნდა.
,,ევროკომისია განიხილავს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის, როდესაც ახალი წესები ძალაში შევა 2025 წლის 30 დეკემბერს.
მეორე ეტაპზე, თუ არსებული პრობლემები არ მოგვარდება, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზეც გავრცელდეს, – წერს იოზვიაკი.

