ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიმართულება 16 მილიონი ლარით გაიზრდა
2026 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 928 მილიონ ლარზე მეტი. პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით, სამინისტროს ფარგლებში ძირითადი ცვლილებები შემდეგია:
ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიმართულება გაზრდილია 16 მილიონი ლარით და 65 მილიონ ლარს აჭარბებს;
მთის კურორტების დაფინანსება გაზრდილია 10 მილიონი ლარით;
საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის დამატებით გამოიყოფა 10 მილიონ ლარზე მეტი და პროგრამის დაფინანსება 156 მილიონ ლარს აჭარბებს;
რკინიგზის სამგზავრო ნაწილის სუბსიდირებისთვის დამატებით გამოყოფილია 7 მილიონი ლარი;
აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებული, ენერგიის დამაგროვებელი მოწყობილობის პროექტის თანხა განისაზღვრა 35 მილიონი ლარის ოდენობით;
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გათვალისწინებული ასიგნება განისაზღვრება 50 მილიონი ლარით.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

