თელავში სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო, 13 და 14 დეკემბერს თელავში იმოქმედებს სატრანსპორტო მოძრაობის დროებითი შეზღუდვა.
13 დეკემბერი:
14:00 საათიდან 20:00 საათამდე, საახალწლო ღონისძიებების მზადების პროცესის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება შოთა რუსთაველის გამზირზე (მაღაზია “ბიმარტიდან”) იოსებ დავითაშვილის ქუჩის დასაწყისამდე.
14 დეკემბერი:
10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება შოთა რუსთაველის გამზირზე (მაღაზია “ბიმარტიდან”) იოსებ დავითაშვილის ქუჩის დასაწყისამდე.

