ახალი ამბები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სამი შვილის მამას, დახმარება ესაჭიროება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფლისწყაროში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მამაკაცს, რომელიც სამი მცირეწლოვანი შვილის ერთადერთი მარჩენალია, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.

მამაკაცის შესახებ ინფორმაციას, ლაგოდეხში მცხოვრები ახალგაზრდა, ნიკა გოგოლაძე ავრცელებს.

,,მამაკაცს უმძიმესი მდგომარეობა აქვს. ერთ თვალში მხედველობა სრულად დაკარგული აქვს, ხოლო მეორეში მხოლოდ სილუეტების გარჩევა შეუძლია. ყოველდღიურად მას ემუქრება სრული დაბრმავების საშიშროება.

ერთადერთი შესაძლებლობა, რომ შემორჩენილი მხედველობა გადაარჩინოს, თურქეთში დაგეგმილი ოპერაციაა, რომლის ღირებულება ოჯახისთვის სრულიად მიუწვდომელია. ოჯახს არ აქვს არანაირი რესურსი, ხოლო ბავშვები ყოველდღიურად შიშით ელიან, რომ მამას სრულად დაუკარგავს სინათლის ხილვის უნარს. ვისაც აქვს შესაძლებლობა, თუნდაც მცირედით რომ დაეხმაროთ.

მხოლოდ ერთად შეგვიძლია ამ ოჯახს გაუჩინოთ შანსი, რომ მამამ ისევ შეძლოს საკუთარი შვილების დანახვა.

#GE76BG0000000610602899 – ბანკი საქართველო;
#GE02TB7477645061100053 – ბანკი თიბისი;
პნ-25001050150, საკონტაქტო- 557549482″
,- წერს ნიკა გოგოლაძე.