საია-მ ე.წ. გავრილოვის ღამის საქმე ევროპული სასამართლოს დიდ პალატში მოიგო
სტრასბურგის სასამართლოს 20 ივნისის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა – საქმეზე “ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (ჯამში 26 მომჩივანი)” ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს ზედა პალატამ გაიმეორა 2024 წელს კოლეგიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების თეზისები.
კერძოდ, დიდმა პალატამ 20-21 ივნისს დაზარალებული 26 მოქალაქის საქმეზე ერთხმად დაადგინა, რომ ყველა განმცხადებლის მიმართ დაირღვა წამების აკრძალვის მუხლის პროცედურული ნაწილი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ შეძლო ჯეროვანი და სრულფასოვანი გამოძიების ჩატარება აქციის დაშლის ეპიზოდებზე, რითაც დაირღვა წამების აკრძალვის პროცედურული ასპექტი. ასევე სპეცრაზმის მიერ გამოყენებული საშუალებები არის პრობლემური, რამაც განაპირობა შეკრების და გამოხატვის თავისუფლებათა ნორმების შებოჭვა.
ერთხმად დაადგინა, რომ ყველა განმცხადებლის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მესამე – წამების აკრძალვის მუხლის პროცედურული ნაწილი.
ერთხმად დაადგინა, რომ მომჩივანთა მიმართ დაირღვა კონვენციის მე-10 – გამოხატვის თავისუფლების მუხლი.
ერთხმად დადგინდა, რომ დაირღვა კონვენციის მე-11 მუხლი (შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება) და უარყოფს მთავრობის პრეტენზიას, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივრები შეუთავსებელია ამ საჩივრების არსებით ნაწილთან.
ერთხმად დადგინა, რომ სახელმწიფოს არ დაურღვევია კონვენციის 38-ე მუხლით დაცული – სასამართლოს მიერ საქმის განხილვის უფლება.
როგორც საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე განმარტავს, ადამიანის უფლებათა ევროპულის სასამართლომ ყველა არსებით საკითხთან დაკავშირებით მომჩივნების სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა.
დაზარალებულთა უფლებებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სწორედ საია და EHRAC იცავდა.
სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს 26 მომჩივნის მიმართ ჯამში 646 000 ევროს გადახდა დააკისრა.
ადამიანის უფლებათა ევროპულის სასამართლოს დიდმა პალატამ ყველა არსებით საკითხთან დაკავშირებით მომჩივნების სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა. დადგინა, რომ დაირღვა კონვენციით გარანტირებული უფლებები. ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას გაუსვა ხაზი, როგორიცაა სპეციალური საშუალებების – რეზინის ტყვიების გამოყენების ის პრაქტიკა, რომელი იყო სახეზე და თქვა, რომ ასეთი პრაქტიკა და საკანონმდებლო რეგულაციების ნაკლოვანებები იყო მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა. ეს არა მარტო მომჩივნებთან მიმართებით არის მნიშვნელოვანი პრეცედენტი, ეს ასევე ქვეყნისთვისაც არის მნიშველოვანი, განსაკუთრებით შეკრება მანიფესტაციების უფლების დაცვის თვალსაზრისით და მნიშვნელოვანია, რომ დიდი პალატის ეს გადაწყვეტილება აღსრულდეს სრულად”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
2019 წლის 20 – 21 ივნისს, ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საჩივრები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ზეპირი მოსმენით მიმდინარე წლის 26 თებერვალს განიხილა.
შეგახსენებთ, რომ მომჩივნებს შორის არიან ჟურნალისტებიც, მათ შორის თამარ ბაღაშვილი, რომელსაც რეზინის ტყვიის მოხვედრის შემდეგ მარცხენა მხრის დაზიანება ჰქონდა.
დიდი პალატის სრული გადაწყვეტილება სასამართლოს გვერდზე დღის მანძილზე გამოქვეყნდება. მის მიერ დადგენილი სტანდარტები ვრცელდება ევროსაბჭოს წევრ 46-ვე სახელმწიფოზე.

