ახალი ამბები

როდის იზრდება ასაკობრივი პენსია და რამდენით

2026 წლის იანვრიდან ასაკობრივი პენსია იზრდება – ამის შესახებ ვკითხულობთ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომლის კორექტირებული ვერსიაც საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა.

უფრო კონკრეტულად, მომავალი წლიდან 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება;

70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი იქნება.