,,კლდე- ციხე” სოფელ შაშიანში
ისტორიკოსის თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში მეცნიერებისთვის დღემდე უცნობი თავდაცვითი ნაგებობა, სოფლიდან დაახლოებით 6 კმ-ის დაშორებით, მაღალ კლდეზე მდებარეობს. ციხე ნაშენია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით კირის დუღაბზე.
,,ციხის კედლების ზედა ნაწილი, მოგვიანებით შეუკეთებიათ და ამოუშენებიათ აგურით. ციხის სწორკუთხა შესასვლელი,თარაზულად არის გადახურული,რიყის დიდი ბრტყელი ქვით.ციხე დაზიანებულ მდგომარეობაშია და შემორჩენილია, ორი სართულის დონეზე. ციხე სტრატეგიულ ადგილზეა აშენებული და აკონტროლებდა თავის დროზე მიმდებარე ტერიტორიებს. ციხე განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს”, – წერს ისტორიკოსი.
ფოტო: თამაზ მარკოზაშვილი

