სექტემბერში ფულის გათეთრებისთვის დევნა 13 ადამიანის მიმართ დაიწყო – ეკონომიკური დანაშაულის სტატისტიკა
საქსტატმა 2025 წლის სექტემბრის სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე დევნა სულ 69 ადამიანის მიმართ დაიწყო.
დევნის დაწყების მიზეზი, ყველაზე მეტ – 37 შემთხვევაში საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებას, შენახვას, რეალიზაციას ან გადაზიდვას უკავშირდება, რასაც მოსდევს ფულის გათეთრების 13 შემთხვევა.

