ახალი ამბები

ევროკავშირში შესვლა/გასვლის წესები იცვლება

ევროკავშირში შესვლა/გასვლის წესები იცვლება – საუბარია EES სისტემის დანერგვაზე. როგორც უკვე ცნობილია, შესვლა-გასვლის სისტემის (EES) ოპერაციების ეტაპობრივი დანერგვა 12 ოქტომბრიდან დაიწყება. დათქმული თარიღიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნები შესვლა-გასვლის სისტემას თანდათან, ექვსი თვის ვადაში განახორციელებენ. ექვსი თვის ბოლოს კი EES-ი ევროკავშირის ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე იქნება დანერგილი.

ცნობისთვის, შესვლა-გასვლის სისტემა (EES) არის მოწინავე ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც ციფრულად აღრიცხავს იმ არა-ევროკავშირის მოქალაქეების შესვლას და გასვლას, რომლებიც ევროპის 29 ქვეყანაში, მათ შორის შენგენთან ასოცირებულ ქვეყნებში, მოკლე ვადით მოგზაურობენ, ახალი სისტემა, რომელიც აღრიცხავს ბიომეტრიულ მონაცემებს, მაგ. თითის ანაბეჭდები, სახის გამოსახულება და სხვა სამოგზაურო ინფორმაცია, ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ამჟამად მოქმედ სისტემას, რომელიც პასპორტში შტამპების დასმას გულისხმობს.