ახალი ამბები

გარკვეული სატრანსპორტო საშუალებებისთვის იცვლება მართვის მოწმობის აღების პირობები

მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდებში ცვლილებებია. კერძოდ, როგორც მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარი, 2025 წლის 1-ლი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.

შესაბამისად, უკვე 1ლი ოქტომბრიდან, ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპს კანდიდატი დახურულ მოედანზე ჩააბარებს, ხოლო გამოცდის მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტების შესაბამისად ჩატარდება.