10 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 10 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდი ასეთია:
დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო/დასავლეთიდან შემომავალი გრილი და ნოტიო ჰაერის მასებით.
საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან დროგამოშვებით ძლიერი.
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +15, +20°, დღისით +23, +28°; მთაში ღამით +11, +16°, დღისით +20, +25°; მაღალმთაში ღამით +7, +12°, დღისით +10, +15°, ზოგან +19°.
თელავი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +26°.

