ახალი ამბებიგზა ევროპისკენვიდეორეპორტაჟი

პაველ ჰერჩინსკი: იმედია საქართველო დაუბრუნდება ევროპასთან ინტეგრაციის ტრაექტორიას 

ბოლო დროს საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და, განსაკუთრებით, ევროკავშირთან დაპაუზებული ურთიერთობის საკითხები.

გასულ კირას ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი კახეთის რეგიონს ეწვია და ევროკავშირის მიერ მხადაჭერილ პროგრამებს ადგილზე გაეცნო. ელჩი შეხვდა ადგილობრივ ახალგაზრდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და მედიის წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ ევროკავშირი აგრძელებს ხელშესახები სარგებლის მოტანას საქართველოს რეგიონების თემებისთვის. მათ განიხილეს ევროკავშირის მიმდინარე და მომავალი მხარდაჭერა, რომელიც მიმართულია ადგილობრივ განვითარებისა და განათლების მხარდაჭერაზე, ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და საქართველოს დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერებაზე. 

 ვიზიტის დასასრულს ელჩი მედია გამოცემა „კახეთის ხმას“ ესტუმრა და ვრცელი ინტერვიუ მოგვცა.  გთავაზობთ ინტერვიუს ფრაგმენტს, ხოლო სრულ ვიდეოს გაეცანით  ვებ პორტალზე  www.knews,ge და  სოციალური მედიის  გვერდებზე

 ბატონო ელჩო, „კახეთის ხმის“  სახელით, ნება მომეცით დიდი მადლობა გადაგიხადოთ ინტერვიუსთვის და თქვენი დროისათვისროგორ ფიქრობთ, ამჟამად რა ეტაპზეა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და რა ძირითადი ფაქტორები აყალიბებს ამ ურთიერთობებს?

ევროკავშირის ელჩი: – 2023 წლის დეკემბრიდან საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ამ დღიდან მე  ვარ ძალიან ბედნიერი და ძალიან ამაყი. ამ დღეს ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ვზეიმობდით და, ვფიქრობ, ეს იყო საქართველოსთვის უდიდესი ისტორიული მომენტი.

მაგრამ სამწუხაროდ, მას შემდეგ, იმ მომენტიდან მოვლენები არასწორად განვითარდა.  კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ძალიან მკაფიო საგზაო რუკა რეფორმებისათვის, რომლებიც საჭიროა თქვენი  წინსვლისთვის. ამ რეფორმების უმეტესობა არ განხორციელებულა, პირიქით, ბევრი სამწუხარო მოვლენა მოხდა  მას შემდეგ.

 

 იმის  ნაცვლად, რომ  საქართველო ევროკავშირის წევრობასთან  ახლოს გვეხილა,  სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ საქართველო იძულებულია შორს იყოს ევროკავშირისგან.  განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე თვეა, ჩვენ ვხედავთ ძალიან ღრმა პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში, სადაც ხალხი დემონსტრირებას ახდენს და აპროტესტებს საქართველოს ევროპული გზის  შეჩერებას.

 

უნდა აღვნიშნოთ, რომ სამწუხაროდ,  არსებობს დაშინების, ცემის, ძალადობის შემთხვევები. ეს არის ის, რასაც ჩვენ,  ევროკავშირი,  ვერ შევეგუებით. ეს ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებზედაც ევროკავშირი არის აგებული.

ამიტომაც ჩვენ შევაჩერეთ მაღალი დონის ვიზიტები,  ნებისმიერი სახის დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან.  ჩვენ, აგრეთვე,  შევწყვიტეთ საქართველოს მთავრობის დაფინანსება და მივიღეთ  მოთხოვნა  ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ვიზების შეჩერების თაობაზე.

ამის მიუხედავად, ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაუბრუნდება ევროპასთან ინტეგრაციის ტრაექტორიას.  ჩვენ, ევროკავშირის სხვადასხვა  ქვეყნებმა,  მივიღეთ გადაწყვეტილება, მივიღოთ საქართველო ევრკავშირში, რათა გახდეს ერთ-ერთი ჩვენგანი და შეუერთდეს ჩვენს დიდ ოჯახს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმ ღირებულებისა და პრინციპების საფუძველზე, რასაც  ევროკავშირი აშენებს  და ეს გზა დამოკიდებულია  საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე.


– კახეთის ხმა:  ბატონო ელჩო, ამჟამად მიმდინარე მდგომარეობის გათვალისწინებით, რა ფაქტორები აახლოებს საქართველოს ევროპასთან და რა გამოწვევები ქმნის დისტანციას? რა როლი და მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში?

 

ევროკავშირის ელჩი: დიახ, როგორც აღვნიშნე, ევროკავშირი შეთანხმდა. მართალია  გარკვეული დრო დაგვჭირდა, მაგრამ 2023 წლის დეკემბერში,  ევროკავშირის წევრმა 27 -მა  ქვეყანამ ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

და ჩვენ გვინდა საქართველო გახდეს სრულუფლებიანი  წევრი. ხოლო. იმისათვის რომ ეს მოხდეს, საქართველომ უნდა გაატაროს ღრმა რეფორმები, ტრანსფორმაციული რეფორმები. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ხელისუფლებასთან  ამ რეფორმების განსახორციელებლად.

თუმცა, სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ   23 დეკემბრის შემდეგ, უმეტესი ნაწილი იმ ნაბიჯების, რაც საჭიროა წინსვლისთვის,  არ განხორციელებულა.

 

საქართველოს წარმატებისთვის აქვს ორი საყრდენი:  პირველი- ეს არის აქტიური სამოქალაქო საზოგადოება.  ეს ის ხალხია, ვინც მუშაობს რეგიონებში, ადგილობრივ  თემებში, რათა გააუმჯობესონ  ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრება.

 

მეორე საყრდენი, ეს არის პროფესიული საჯარო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ის ადამიანები, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა სამინისტროებში, იციან,  რა არის ევროკავშირი, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველო დაეწიოს და გახდეს თავსებადი ევროკავშირთან. თუმცა ჩვენ სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ბოლო თვეებში ხდება ამ ორი სვეტის დემონტაჟი.

ვხედავთ, რომ შემოღებულ იქნა, ან  განიხილება სხვადასხვა კანონები, რათა შეიზღუდოს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობა გააგრძელონ მუშაობა. რომ მათ შეეზღუდოთ  საზღვარგარეთიდან დაფინანსების მიღება.

ასევე, როცა საქმე ეხება საჯარო სამსახურს, ადამიანებს ათავისუფლებენ სამსახურიდან. ხალხს აშინებენ. რამდენიმე ადამიანმა უკვე დატოვა თანამდებობა.  ამიტომ საფრთხე ემუქრება იმ ორ საყრდენს, რომლებიც წარსულში უაღრესად ეხმარებოდნენ საქართველოს წინსვლას  წევრობისკენ.  ეს ძალიან სამწუხაროა და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს ტრაექტორია შეიცვლება და საქართველო და ხელისუფლება კვლავ დაუბრუნდება ევროპული ინტეგრაციის გზას.

 

– კახეთის ხმა: რას ურჩევდით საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რათა შეინარჩუნონ პროგრესი და გააგრძელონ საზოგადოების გაძლიერება?”

ევროკავშირის ელჩი: გუშინ და დღეს კახეთში ახალგაზრდებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს, აქტივისტებს, მედიის წარმომადგენლებს ვესტუმრე. მე ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ იმით, რაც გაკეთდა წლების  განმავლობაში ევროკავშირის მხარდაჭერით.  ყვარელში ევროკლუბს ვესტუმრეთ უამრავ ნათელ ახალგაზრდასთან ერთად.

დღესაც, როცა აქ, თქვენს სტუდიაში მოვდიოდით, ძველ ქალაქში,  თელავის ქუჩებში  დავინახე ულამაზესი აბრები, რომლებიც თელავის უძველეს ისტორიას გვიყვება და რასაც ევროკავშირმა დაუჭირა მხარი.

მითხრეს, რომ დაწყებითი სკოლა, რომელიც გზად გავიარეთ, ისიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა. ასე რომ, უნდა ვთქვათ, რომ არსებობს ბევრი  რამ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ საქართველოში. რომ უკვე მრავალი წელია ვმუშაობთ, პირველ რიგში, ხელისუფლებასთან, რადგან ჩვენი მხარდაჭერის 90% გადიოდა სწორედ ხელისუფლების მხარდაჭერაზე და სხვა დანარენი  სამოქალაქო საზოგადოებაზე.

მაგრამ ახლა, ამ  ახალ რეალობაში, ხელისუფლების სამწუხარო გადაწყვეტილებების, სამწუხარო ქმედებების შედეგად, გადავწყვიტეთ, რომ შეწყვიტოთ ხელისუფლების დაფინანსება. ჩვენ ვეცდებით ხელისუფლების მხარდაჭერის გადატანას სამოქალაქო საზოგადოებაში, რათა გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა მშვიდობიანი, სტაბილური და აყვავებული ქვეყნისათვის და იმედია ვიხილავთ ევროკავშირის მომავალ წევრად.

 

საზოგადოებრივ ორგანიზაციებს აქვთ აბსოლუტურად არსებითი როლი ამ ძალისხმევაში. ეს ის ხალხია, ვინც ადგილზე იმყოფება, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ თავიანთ თემებში, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან, რა უნდა გაკეთდეს, ჩვენ მათ მხარს ვუჭერდით და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება.

 

– კახეთის ხმა: ამჟამად არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რა როლს შეასრულებს ევროკავშირი საქართველოში? რა არის მისი ძირითადი პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებები?

ევროკავშირის ელჩი: ჩვენ ნამდვილად გვინდა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. მე აქ წარმოვადგენ  ბრიუსელს, რათა დავრწმუნდეთ, რომ საქართველომ სწრაფად გაატაროს ყველა საჭირო რეფორმა. რათა კიდევ ერთხელ ვიზეიმოთ და საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი – ყველა პრივილეგიებით და ყველა ვალდებულებით.  სწორედ  ამიტომ ვარ აქ.

სამწუხაროდ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, არ განაგრძოს ევროინტეგრაცია მინიმუმ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, რაც ძალიან გულსატკენია. ეს ეწინააღმდეგება საქართველოსა და მისი მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილს. ამიტომ ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ ქუჩაში დემონსტრაციას.

 

საქართველოში ახლა დიდი კრიზისია. იმედი მაქვს, რომ ეს კრიზისი მოგვარდება.  რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, რათა ჩვენ კვლავ დავუბრუნდეთ მუშაობას საქართველოს მომავლისთვის, საქართველოს მომავალ ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

იმედი მაქვს, რომ კვლავ შეხვდებით და საქართველო გახდება ევროპული ქვეყანა.

– რა თქმა უნდა.

დიდი მადლობა.

 

იხილეთ სრული ვიდეო:

კახეთის ხმის youtube არხზე: