გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება უნდა მოხდეს
მხარს ვუჭერთ მათ, ვინც თავისუფლებას იცავს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე წერს.
გერმანია ითხოვს „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“.
„ქართველი ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში პატიმრობაში ყოფნის შემდეგ ხვალ სასამართლოში წარდგება. მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება უნდა მოხდეს.
„ქართული ოცნება“ ჟურნალისტების, დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ დაშინების კამპანიას აგრძელებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, ვინც თავისუფლებას იცავს“, – წერს გერმანიის საგარეო უწყება.