სპეციალისტები – ვისაც არ ჩაუტარებია ვაქცინაცია, დროულად მიმართოს ვაქცინაციის ცენტრს
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძეს განცხადებით, ვინაიდან ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების 20% მოდის გრიპის ვირუსზე, მოქალაქეებმა სასურველია ვაქცინაციის პუნქტებს დროულად მიმართონ.
,,მოლოდინია, რომ დეკემბრის მეორე ნახევარში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი იმდენად მაღალი იქნება, რომ ძალიან ძნელი გახდება ინფიცირებისგან თავიდან აცილება. ბოლო კვირების განმავლობაში, სტაბილურად მატულობს გრიპით გამოწვეული ინფიცირების მაჩვენებელი. თუ გადავხედავთ ციფრებს, შედარებით მსუბუქად მიმდინარეობის შემთხვევაში, ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების 20% მოდის გრიპის ვირუსზე, კონკრეტულად ერთ-ერთ ვარიანტზე H3N2-ზე. ანალოგიური მდგომარეობა მძიმედ მიმდინარეობის შემთხვევაში, სტაციონარულ დაწესებულებებში უპირატესი მაჩვენებელი მომდინარეობს A ტიპის გრიპზე”.
მისივე განმარტებით, გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელია: მაღალი ტემპერატურა, ყელის, თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, საერთო ძლიერი სისუსტე, უმადობა.
„კლასიკური A ტიპის გრიპი ვირუსის დამახასიათებელია: მაღალი ტემპერატურა, ყელის, თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, საერთო ძლიერი სისუსტე, უმადობა. მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსი მატულობს, ჯერ პიკისთვის არ მიუღწევია მაჩვენებელს. მოლოდინი გვაქვს, რომ გრიპის გავრცელების მაჩვენებლის პიკი დეკემბრის ან იანვრის ბოლოს იქნება.
ვისაც არ ჩაუტარებია გრიპის ვაქცინაცია, დროულად მიმართოს ვაქცინაციის ცენტრს, დეკემბრის მეორე ნახევარში, ვაქცინაცია უეფექტო იქნება. ამ პერიოდში იმდენი გვექნება გრიპის შემთხვევა, რომ ძალიან ძნელი გახდება ინფიცირების თავიდან აცილება.
ინფიცირებულთან კონტაქტიდან 1-4 დღე ვლინდება დაავადება, გაურთულებელი მიმდინარეობისას 7-10 დღეში ალაგდება ეს ყველაფერი. ექიმის მიმართვა დამოკიდებულია მიეკუთვნება თუ არა ადამიანი რისკის ჯგუფს. რისკის ჯგუფში ვინც არის, პირველივე დღიდან უნდა მიმართოს ექიმს“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

