,,აგენტების კანონი” ბუმერანგის პრინციპით
გადაცემათა ციკლი ეძღვნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებას. განვიხილავთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც ჩვენს საზოგადოებას ამ მიმართულებით აღელვებს და აახლოვებს გზას ევროკავშირამდე.
გადაცემაში ვსაუბრობთ როგორია საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რა შანსები და გამოწვევები აქვს ქვეყანას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებიდან და მარტის აქციებიდან ერთი წელი გავიდა. კანონის მიღების წინააღმდეგ გამართულ მასშტაბურ აქციებს როგორც პოლიტიკოსები და არასამთავრობოები, მედია, ასევე საზოგადოების სხვა წევრები და ახალგაზრდები შეუერთდნენ. საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილება მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ მიიღო.
დოკუმენტის მიხედვით, “უცხოური გავლენის აგენტებად” მოიაზრებოდნენ ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი “უცხოური ძალაა”.
ერთი წლის შემდეგ, გუშინ, საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში არასამთავრობო სექტორის დაფინანსებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი დაფინანსების 90%-ზე მეტი გაუმჭვირვალედ რჩება.
მანვე გვამცნო, რომ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან ერთადერთი განსხვავებით, ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებული იქნება ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.
გადაცემის სტუმარია პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე