მიდიხარ არჩევნებზე? – წაიკითხე მთავარი რჩევები
რა უნდა იცოდეთ არჩევნების დღისთვის?
ამომრჩევლების 90% ელექტრონული წესით აძლევს ხმას. ელექტრონული ბიულეტენები ძველებურზე გაცილებით დიდი ზომისაა და სპეციფიკურიც. მაგრამ ხმის მიცემაში რთული მაინც არაფერია.
#1 არჩევნებზე მისვლა
#2 თქვენი ხმა ფარულია
თქვენი ხმა ფარულია. ამომრჩეველი ჩერდება 2 ორ აპარატთან – ვერიფიკაციის (რეგისტრაციის გასავლელად) და ხმის მთვლელ აპარატთან (ბიულეტენის განსათავსებლად). აპარატები არ არიან დაკავშირებულები ერთმანეთთან ინტერნეტით.
#3 უნდა დაადასტუროთ ვინაობა
საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა გქონდეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი – პირადობის ელექტრონული მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. დოკუმენტებს უნდა ქონდეს მოქმედების ვადა.
#4 მარკირების გავლა
მარკირების კვალი დიდხანს რჩება თითზე და შესაბამისად, ამომრჩეველს სხვა უბანზე აღარ შეუშვებენ.
#5 ზოგი აფერადებს, ზოგი ხაზავს
ამომრჩევლების 89% ელექტრონული წესით მისცემს ხმას, 11% კი, ძველი წესით.
ელექტრონული წესის შემთხვევაში, ამომრჩევლებმა, ბიულეტენში, სასურველი პარტიის გასწვრივ წრე უნდა გააფერადონ. ხოლო ძველი წესით, კვლავ – კონკრეტული ნომრის შემოხაზვა გევალებათ.
ასევე, ემიგრანტები, საზღვარგარეთის ქვეყნებში, ძველი წესით მისცემენ ხმას. შესაბამისად – მათ შემოხაზვა მოუწევთ.
#6 შეგიძლია ახალი ბიულეტენი მოითხოვო
თუკი მიხვდით, რომ შემთხვევით, თქვენი სასურველი პარტიის ნაცვლად სხვა გააფერადეთ ან შემოხაზეთ, ნებისმიერ ამომრჩეველს აქვს უფლება, არათუ ერთხელ, ორჯერ და მეტადაც კი მოითხოვოს ახალი ბიულეტენი. საარჩევნო კომისიის წევრი გაფუჭებულ ბიულეტენს გადაკეცავს, “დაასტეპლერებს” და სპეციალურ საცავში მოათავსებს. თქვენ კი, ახალ ბიულეტენში ასახავთ თქვენს არჩევანს.
#7 ფოტოსა და ვიდეოს გადაღება აკრძალულია
ცესკოს დადგენილებით კაბინაში ფოტოგადაღება აკრძალულია. გარშემო იქნება ათასი თვალი, რომელიც გაკვირდებათ და ამას აუცილებლად შენიშნავს. კაბინიდან არ ჩანს – ვის აძლევთ ხმას, მაგრამ – ფოტოს გადაღებას თუ გადაწყვეტთ, ეს აუცილებლად შესამჩნევი იქნება. ამკრძალავი წარწერა კაბინაშიც დაგხვდებათ.
#8 დაელოდეთ აპარატს სადაც ფიქსირდება რომ თქვენი ხმა მიღებულია
როდესაც უკვე გაფერადებულ ელექტრონულ ბიულეტენს კონვერტში განათავსებთ [ამობრუნებულ მდგომარეობაში] და მთვლელ აპარატში შეაცურებთ, დაელოდეთ დადასტურებას – რომ თქვენი ხმა მიღებულია. შესაძლებელია, რომ აპარატმა ბიულეტენი უკან დააბრუნოს და თავიდან მოგიწიოთ შეცურება. ამ დროს იყავით ყურადღებით – რომ არ დაირღვეს თქვენი ხმის ფარულობა.
#9 რიგში მდგომს უკან ვერ გაგაბრუნებენ
საარჩევნო უბნები საქართველოში საღამოს 20:00-ზე დაიხურება. თუკი 20:00 საათამდე კვლავ რიგში დგომა მოგიწევს, არ ნიშნავს, რომ უკან უნდა გაბრუნდე.
#10 არ დახუჭო თვალი
თუ უბანზე რამე საეჭვოს შეამჩნევთ, მაგალითად, ვინმემ მარკირების პროცედურა არ გაიარა, ანდა კაბინაში ფოტო გადაიღო, არ გაჩუმდეთ. დარღვევის შესახებ შეგიძლიათ აცნობოთ უბანში მყოფ მეთვალყურეებს.