სოფელ ყარაჯალაში პირველი საჩივარი დაიწერა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ხმაური იყო. საარჩევნო უბანზე პირველი საჩივარი დაიწერა.
არსებული ინფორმაციით, უბანი 7 წუთის დაგვიანებით გაიხსნა. კომისიის თავმჯდომარემ, დაგვიანების მიზეზად, ბიულეტენების გადანაწილების ვერ მოსწრება დაასახელა. უბანზე ხმის დაფიქსირებას საჩივარმა დაასწრო – დამკვირვებლებმა მაგიდების არასწორი განლაგება გაასაჩივრეს, რის გამოც მათ დამოუკიდებლად დაკვირვება უჭირთ.
თუმცა, კომისიის თავმჯდომარემ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ის ამტკიცებდა, რომ არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ აქვს და უბანიც ზუსტად 8:00 საათზე გაიხსნა.
გარდა ამისა, ყარაჯალაში, უბნის გარეთ სხვადასხვა პირები არიან მობილიზებული და კენჭისყრის პროცესს აკვირდება.