სად და რატომ ტარდება არჩევნები ტრადიციული მეთოდით კახეთის რეგიონში
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები, 26 ოქტომბერს, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. საუბარია ორ მოწყობილობაზე, ესენია: საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრაციისა და ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატები.
მოახლოებული არჩევნები გამორჩეულია იმითაც, რომ ამომრჩევლის 89% ხმას სპეციალური ელექტრონული აპარატების დახმარებით მისცემს, დარჩენილი ნაწილი კი ტრადიციული მეთოდით. კახეთის რეგიონში, სულ 256 საარჩევნო უბანია. აქედან, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები 175, ხოლო ტრადიციული მეთოდით 81 უბანზე ჩატარდება.
ყველაზე მეტი საარჩევნო უბანი, სადაც არჩევნები ტრადიციული მეთოდით ტარდება, საგარეჯოს მუნიციპალიტეტშია, ხოლო ყველაზე ნაკლები უბანი კი, ახმეტის მუნიციპალიტეტში.
№11 საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ მღებრიშვილი:
,,არჩევნები ძველი ტექნოლოგიებით ტარდება იმ დასახლებულ პენქტებში, რომლებიც საოლქო საარჩევნო კომისიიდან დაშორებულია არაუმეტეს 20 კილომეტრისა. შესაბამისად, რადგან საგარეჯოს მუნიციპალიტეტი დიდია, რომელი უბანიც 20 კილომეტრზე მეტით არის დაშორებული, არჩევნები ტრადიციული წესით ჩატარდება. ამ მიზეზის გამო აქვს ჩვენს მუნიციპალიტეტს ბევრი უბანიც. მაგალითად, მსგავსი სოფლებია გომბორი, უდაბნო, ლამბალო კაზლარი და სხვა“.
საგარეჯო – უბნების ჩამონათვალი, სადაც არჩევნები ტრადიციული მეთოდით ტარდება:
საგარეჯო – გომბორის საკრებულოს შენობა, სოფ.გომბორი, 1-ლი ქ. N52
საგარეჯო – კოჭბაანის საჯარო სკოლა სოფ. კოჭბაანი, მე-3 ქ. I ჩიხი N2
საგარეჯო – საბავშვო ბაღი სოფ. უჯარმა, 1-ლი ქ. II შეს. N10
საგარეჯო – საკრებულოს შენობა სოფ.სათაფლე, 1-ლი ქ N93
საგარეჯო – ადმინისტრაციული შენობა სოფ. კაკაბეთი მე-13-ე ქ. N11
საგარეჯო – საჯარო სკოლა სოფ. კაკაბეთი მე-3-ე ქ. N2
საგარეჯო – საბავშვო ბაღი სოფ.ვერხვიანი მე-3-ე ქ. N31
საგარეჯო – ყანდაურის საჯარო სკოლა სოფ.ყანდაურა, მე-3 ქ. N4
საგარეჯო – საკრებულოს შენობა სოფ.ბადიაური, მე-5 ქ. N48
საგარეჯო – მზისგულის საჯარო სკოლა სოფ. მზისგული, 1-ლი ქ. N1
საგარეჯო – შიბლიანის საჯარო სკოლა სოფ. შიბლიანი, მე-2 ქ. N29
საგარეჯო – უდაბნოს საჯარო სკოლა სოფ. უდაბნო, მე-2 ქ. N1
საგარეჯო – დუზაგრამის საჯარო სკოლა სოფ. დუზაგრამა, მე-3 ქ. N16
საგარეჯო – დუზაგრამის საჯარო სკოლა სოფ. დუზაგრამა, მე-3 ქ. N16
საგარეჯო – ქეშალოს საჯარო სკოლა სოფ. ქეშალო, 1-ლი ქ. V ჩიხი N8
საგარეჯო – ქეშალოს საჯარო სკოლა სოფ. ქეშალო, 1-ლი ქ. V ჩიხი N8
საგარეჯო – მუღანლოს საჯარო სკოლა სოფ. იორმუღანლო, მე-3 ქ. N11
საგარეჯო – მუღანლოს საჯარო სკოლა სოფ. იორმუღანლო, მე-3 ქ. N11
საგარეჯო – ადმინისტრაციული შენობა სოფ. ლამბალო, 1-ლი ქ. N11
საგარეჯო – კომერციული შენობა სოფ. ლამბალო, 1 ქუჩა N27
საგარეჯო – ლამბალოს საჯარო სკოლა სოფ. ლამბალო, მე-3 ქ. N32
საგარეჯო – ლამბალოს საჯარო სკოლა სოფ. ლამბალო მე3 ქ. N32
საგარეჯო – ლამბალოს საჯარო სკოლა სოფ. ლამბალო მე-3 ქ. N32
საგარეჯო – კომერციული ფართი სოფ. თულარი, მე-3 ქუჩა N77
საგარეჯო – კომერციული ფართი სოფ. კაზლარი, 1-ლი ქ. N55
გურჯაანი – უბნების ჩამონათვალი, სადაც არჩევნები ტრადიციული მეთოდით ტარდება:
გურჯაანი – საჯარო სკოლა სოფ. ჭერემი
გურჯაანი – საბავშვო ბაღი სოფ. ყიტაანი
გურჯაანი – საჯარო სკოლა სოფ. მელაანი
გურჯაანი – საჯარო სკოლა ს. კაჭრეთის 22-ე ქუჩა N1
გურჯაანი – სოფ. კაჭრეთის კულტურის სახლის. კაჭრეთი მე-2 ქუჩა N71
გურჯაანი – საჯარო სკოლა სოფ. ზემო კაჭრეთი
გურჯაანი – საჯარო სკოლა სოფ. ჯიმითი
გურჯაანი – საჯარო სკოლა სოფ. ნანიანი
სიღნაღი – უბნების ჩამონათვალი, სადაც არჩევნები ტრადიციული მეთოდით ტარდება:
სიღნაღი – საჯარო სკოლა სოფ. ერისიმედი
სიღნაღი – საჯარო სკოლა სოფ. ქვემო მაჩხაანი, ხირსის დას.
სიღნაღი – საჯარო სკოლა სოფ. ქვემო მაჩხაანი, ხორნაბუჯის დას.
სიღნაღი – საჯარო სკოლა სოფ. ძველი ანაგა, მე-13 ქ #27
სიღნაღი – საბავშვო ბაღი სოფ. ძველი ანაგა, მე-18 ქუჩა, პირველი ჩიხი #1
სიღნაღი – ყოფილი ფოსტა, ბიბლიოთეკა სოფ. მაღარო, პირველი ქუჩა #56
დედოფლისწყარო – უბნების ჩამონათვალი, სადაც არჩევნები ტრადიციული მეთოდით ტარდება:
დედოფლისწყარო – ყოფილი საჯარო სკოლა სოფ. ზემო მაჩხაანი
დედოფლისწყარო – კულტურის სახლის შენობა სოფ. ზემო მაჩხაანი
დედოფლისწყარო – საჯარო სკოლა სოფ. მირზაანი
დედოფლისწყარო – კულტურის სახლის შენობა სოფ. ზემო ქედი
დედოფლისწყარო – N2 საჯარო სკოლის შენობა სოფ. ზემო ქედი
დედოფლისწყარო – საჯარო სკოლა სოფ. არხილოსკალო
დედოფლისწყარო – სპორტ. დარბაზი სოფ. ქვემო ქედი
დედოფლისწყარო – საჯარო სკოლა სოფ. ქვემო ქედი
დედოფლისწყარო – საჯარო სკოლა სოფ. სამთაწყარო
დედოფლისწყარო – საჯარო სკოლა სოფ. ფიროსმანი
დედოფლისწყარო – საჯარო სკოლა სოფ. საბათლო
ლაგოდეხი – უბნების ჩამონათვალი, სადაც არჩევნები ტრადიციული მეთოდით ტარდება:
ლაგოდეხი – ჭიაურის საბავშვო ბაღი სოფელი ჭიაური
ლაგოდეხი – გიორგეთის საჯარო სკოლა სოფელი გიორგეთი
ლაგოდეხი – აფენის №2 საჯარო სკოლა სოფელი აფენი
ლაგოდეხი – აფენის N1 საჯარო სკოლა სოფელიჭაბუკიანი
ლაგოდეხი – ჭაბუკიანის საბავშო ბაღი სოფელი ჭაბუკიანი
ლაგოდეხი – გვიმრიანის საჯარო სკოლა სოფელი გვიმრიანი
ლაგოდეხი – არეშფერანის საჯარო სკოლა სოფელი არეშფერანი
ლაგოდეხი – ლელიანის კულტურის სახლი სოფელი ლელიანი
ლაგოდეხი – ლელიანის ბაგა-ბაღი სოფელი ლელიანი
ლაგოდეხი – ჰერეთისკარის საჯარო სკოლა სოფელი ჰერეთისკარი
ყვარელი – უბნების ჩამონათვალი, სადაც არჩევნები ტრადიციული მეთოდით ტარდება:
ყვარელი – ყოფილი საკრებულოს შენობა სოფ.მთისძირი
ყვარელი – სკოლის შენობა სოფ. ბალღოჯიანი
ყვარელი – სკოლის შენობა სოფ.შოროხი (სარუსო)
ყვარელი – სკოლის შენობა სოფ. ზინობიანი
ყვარელი – სკოლის შენობა სოფ.ალმატი
ყვარელი – კლუბის შენობა სოფ.შაქრიანი
თელავი – უბნების ჩამონათვალი, სადაც არჩევნები ტრადიციული მეთოდით ტარდება:
თელავი – საჯარო სკოლის შენობა სოფ.თეთრიწყლები
თელავი – ფოსტის შენობა სოფ.ნაფარეული
თელავი – საჯარო სკოლის შენობა სოფ.ნაფარეული
თელავი – საჯარო სკოლის შენობა სოფ.ლაფანყური
თელავი – ნაფარეულის საჯ.სკოლის სანიორეს კორპ. სოფ.სანიორე
თელავი – საბავშვო ბაღის შენობა სოფ .ართანა
თელავი – ნათელა დათაშვილის სახლი (სკოლასთან) სოფ.ჯუღაანი
თელავი – საჯარო სკოლის შენობა სოფ.ფშაველი
თელავი – სევერი ცოგოშვილის სახლი სოფ.ლეჩური
თელავი – საჯარო სკოლის შენობა სოფ.ლალისყური
ახმეტა – უბნების ჩამონათვალი, სადაც არჩევნები ტრადიციული მეთოდით ტარდება:
ახმეტა – კასრისწყალის საჯ.სკოლის შენობა სოფელი კასრისწყალი
ახმეტა – ქვემო ალვანის საჯ.სკოლის შენობა ქვ.ალვანის საჯ.სკოლის შენობა
ახმეტა – ნადუქნარის საჯარო სკოლის შენობა სოფელი ნადუქნარი
ახმეტა – ჯოყოლოს საჯ.სკოლის შენობა სოფელი ჯოყოლო
ახმეტა – ომალოის კულტურის სახლის შენობა სოფელი ომალო
ელექტრონული არჩევნები – რა უპირატესობა აქვს ტრადიციულ მეთოდთან შედარებით
მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან დემოკრატიებში ელექტრონული არჩევნები დიდი ხნის დამკვიდრებული პრაქტიკაა და ამ დროისათვის სხვადასხვა ფორმით გვხვდება. ამ ტიპის არჩევნების იდეა ამომრჩეველთა იდენტიფიკაციას, ხმის მიცემის, დათვლისა და შეჯამების პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების ინტეგრირებას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ მოწყობილობა ითვალისწინებს უსაფრთხოების ყველა ნორმას, მაგალითად, მასში ჩამონტაჟებულია ელემენტი, რომელიც ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, მის შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, საარჩევნო უბნებზე განთავსებული იქნება ხმის მთვლელი მოწყობილობა. აპარატში ჩატვირთულია სპეციალური პროგრამა, რომელიც კონკრეტული საარჩევნო უბნის ბიულეტენზე დატანილი ინფორმაციის, ყუთში მოთავსებული ბიულეტენების, სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობის აღრიცხვის შესაძლებლობას იძლევა.