ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არჩევნებს 32-წევრიანი დელეგაციით დააკვირდება
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა [PACE] 26 ოქტომბრის არჩევნებს 32-წევრიანი დელეგაციით, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეასა და ეუთო/ოდირის დამკვირვებლებთან ერთად დააკვირდება – PACE-ს დელეგაცია, რომელსაც ALDE-ს წევრი, იულიან ბულაი უხელმძღვანელებს, საქართველოში 24 ოქტომბერს ჩამოვა და 27 ოქტომბრამდე დარჩება.
ცნობილია, რომ დელეგაცია პოლიტიკური პარტიებისა და კოალიცის ლიდერებს, ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.