ხვალ ლაგოდეხს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
ხვალ 19 თებერვალს,12:00 -დან 14:00 საათამდე, ლაგოდეხს და მიმდებარე სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება 2 საათით შეეზღუდება.
როგორც სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციაში” აცხადებენ, ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მიერ 35 კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზზე დაგეგმილი ხაზის ხეებისგან გასუფთავების სამუშაოებია.
