ახალი ამბები

თვითმმართველ თემში ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი მარტში გამოცხადდება

თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილის ინფორმაციით, თვითმმართველ თემში 151 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსში 111–მა მონაწილემ დააკმაყოფილა კომისიის მოთხოვნები:
,,40 ვაკანტურ ადგილზე მარტში გამოვაცხადებთ კონკურსს, ამ ეტაპზე კი, ძველი თანამშრომელები ასრულებენ მოვალეობას. 
ხოლო ისინი, ვინც დააკმაყოფილეს კომისიის მოთხოვნა, უკვე შეუდგნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას”, – აცხადებს შათირიშვილი.