ახალი ამბები

ლაგოდეხში საკრებულოს წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

დეპუტატ ზვიად ხვედელიძის განცხადებით, ისინი ააიპი ორგანიზაციებისათვის თანხების გაზრდას აპროტესტებენ. მისივე თქმით, საკრებულომ თანხა 280 ათასი ლარით გაზარდა: ,,ლაგოდეხის გამგეობის მიერ ააიპი ორგანიზაციებისთვის ფულის დამატება პარტია „ქართული ოცნების“ წევრებისა და ნათესავების დასასაქმებლად ხდება“.
ხვედელიძის განმარტებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, წელს, 6 ააიპი ორგანიზაციისთვის 2 მილიონ 900 ათასზე მეტი ლარი გამოიყო: ,,ეს თანხა ნაწილდება, ძირითადად, ხელფასებზე მაშინ, როდესაც მიმდინარე წელს სოციალურად დაუცველებისთვის 326 ათასი ლარი დაიხარჯება”, – აცხადებს knews.ge-სთან ზვიად ხვედელიძე.