ახალი ამბები

ახალი ამბები

მიწის აღრიცხვინობის და რეგისტრირების პროექტს საჯარო რეესტრი 2014 წლის ივლისში დაიწყებს

მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში 2014 წლის დეკემბრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ვერ შეიძენს, მათ შორის, ვერც მემკვიდრეობით მიიღებს უცხოელი, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი და უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი.ეს შეზღუდვა ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით, არასასოფლო–სამეურნეო მიწაზე, 2012 წლის დეკემბერში, აღრიცხვიანოსბის მოწესრიგების მოტივით დააწესა.

Read More
ახალი ამბები

გურჯაანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს

გურჯაანის ტერიტორიული ორგანოს, კაჭრეთის ადმინიატრაციული ერთეულის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი გულიკო ბასილაშვლი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ბასილაშვილი განმარტავს, რომ მისთვის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზები უცნობია. ის გურჯაანის გამგებელს საკითხის შესწავლას სთხოვს. მოგვიანებით რწმუნებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბასილაშვილი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად ბოლო ერთი წლის მანძილზე მუშაობდა.  

Read More
ახალი ამბები

ნაფარეულში „ტყუპების საღვინე სახლის“ ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმი გაიხსნება

16 მაისს, პარასკევს, 15:00 საათზე, თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში, „ტყუპების საღვინე სახლის“ ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმი იხსნება. სამუზეუმო კომპლექსი შედგება 8 მეტრიანი ქვევრის ძეგლისგან და რამდენიმე დარბაზისგან, სადაც აღწერილია ქვევრის წარმოებისა და ქვევრში ღვინის დაყენების სრული პროცესი. მუზეუმში მოსული დამთვალიერებელი თანმიმდევრულად გაეცნობა თუ როგორ ხდება თიხის მოპოვება და ქვევრის დამუშავება, ყურძნის დაწურვა საწნახელში, შესაძლებლობა ექნება დააკვირდეს გაჭრილ ქვევრებში ღვინის დუღილისა და დაწმენდის პროცესს, ქვევრის დალუქვასა და გახსნას, ქვევრიდან ღვინისა და ჭაჭის ამოღებას. 

Read More
ახალი ამბები

პირველად საქართველოში მეწარმეების კონკურსი EY Entrepreneur Of the Year™

პირველად საქართველოში კომპანია „EY საქართველო“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით გამართავს ბიზნეს დაჯილდოებას „წლის მეწარმის“ გამოსავლენად. აღსანიშნავია, რომ კომპანია EY მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 145 ქალაქში ატარებს მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ დაჯილდოებას მეწარმეობის სფეროში. დაჯილდოების ისტორია 28 წელს ითვლის. 2014 წლის ნოემბერში საქართველოც შეუერთდება ამ ქვეყანათა რიგს და გამოავლენს წლის საუკეთესო მეწარმეს.

Read More
ახალი ამბები

ნუკრიანში სახალხო ფესტივალი გაიმართება

ნუკრიანის ფესტივალის მთავარი მიზანია  კახეთის რეგიონის შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენა და პოპულარიზაცია, კახეთის ტურისტული განვითარების მხარდაჭერა და სოფლის ცხოვრების გამრავალფეროვნება. ფესტივალში კახეთის რეგიონის 20-მდე თვითმოქმედი ანსამბლი, ათეულობით ადგილობრივი საწარმო და კულინარები იღებენ მონაწილეობას. იმის გარდა, რომ ვიზიტორებსა და ტურისტებს მართლაც შთამბეჭდავი სანახაობა და კულტურული გართობა ელით, ადგილობრივებს საშუალება ეძელავთ საკუთარი ნაწარმო გამოფინონ: ქართული ყველის, მწვადის, კახური პურეულისა და ღვინოების შეძენა ყველა მომხმარებელს შეეძლება.

Read More
ახალი ამბები

საქართველოში 17 დეკემბრიდან გამოიდარებს

საქართველოში 17 დეკემბრიდან გამოიდარებს. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის თანამშრომელი სვეტლანა ნიორაძე აცხადებს, უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელია მცირე ნალექი.

რაც შეეხება ტემპერატურას აღმოსავლეთში ყინვა შენარჩუნდება, ღამით მოსალოდნელია – 9; – 4 , ხოლო დღისით +5 გრადუსი.

Read More
ახალი ამბები

საქართველოს მასშტაბით ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი

საქართველოს მასშტაბით ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში აცხადებენ, 29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი დასავლეთსა და აღმოსავლეთში წვიმის სახით, ხოლო მაღალ მთაში თოვლის სახით.

30 მარტს კი საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა. დაბლობსა და ბარში ტემპერატურა +3 +8 გრადუსი იქნება. 30 მარტს ღამით ყინვაა მოსალოდნელი, დასავლეთში -2 გრადუსამდე, აღმოსავლეთში კი -5 გრადუსამდე. თბილისში 30 მარტს ტემპერატურა დღისით +7, ღამით კი +1 გრადუსი იქნება.
ამასთან, სინოპტიკოსები ტემპერატურის კლებასთან ერთად, ძლიერ ქარს პროგნოზირებენ. მათივე ინფორმაციით, ყინვა ამ პერიოდში საშიშია, რადგან ხეები ყვავის.
მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში გამოდარებასა და ტემპერატურის მატებას 1-ელი აპრილიდან პროგნოზირებენ.

Read More
ახალი ამბები

თელავში Lady Drift 29 მარტს გაიმართება

ქ.თელავში 29 მარტს, არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდითა და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართება drift Queen, ასევე ავტორბოლა და drag race მხოლოდ ქალბატონებს შორის.
ქალბატონები რეგისტრაციისთვის მიბრძანდით თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურში.

Read More