საქართველოს მასშტაბით ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი
საქართველოს მასშტაბით ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში აცხადებენ, 29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი დასავლეთსა და აღმოსავლეთში წვიმის სახით, ხოლო მაღალ მთაში თოვლის სახით.
30 მარტს კი საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა. დაბლობსა და ბარში ტემპერატურა +3 +8 გრადუსი იქნება. 30 მარტს ღამით ყინვაა მოსალოდნელი, დასავლეთში -2 გრადუსამდე, აღმოსავლეთში კი -5 გრადუსამდე. თბილისში 30 მარტს ტემპერატურა დღისით +7, ღამით კი +1 გრადუსი იქნება.
ამასთან, სინოპტიკოსები ტემპერატურის კლებასთან ერთად, ძლიერ ქარს პროგნოზირებენ. მათივე ინფორმაციით, ყინვა ამ პერიოდში საშიშია, რადგან ხეები ყვავის.
მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში გამოდარებასა და ტემპერატურის მატებას 1-ელი აპრილიდან პროგნოზირებენ.