გურჯაანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს
გურჯაანის ტერიტორიული ორგანოს, კაჭრეთის ადმინიატრაციული ერთეულის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი გულიკო ბასილაშვლი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ბასილაშვილი განმარტავს, რომ მისთვის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზები უცნობია. ის გურჯაანის გამგებელს საკითხის შესწავლას სთხოვს. მოგვიანებით რწმუნებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბასილაშვილი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად ბოლო ერთი წლის მანძილზე მუშაობდა.