ნუკრიანში სახალხო ფესტივალი გაიმართება
ნუკრიანის ფესტივალის მთავარი მიზანია კახეთის რეგიონის შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენა და პოპულარიზაცია, კახეთის ტურისტული განვითარების მხარდაჭერა და სოფლის ცხოვრების გამრავალფეროვნება. ფესტივალში კახეთის რეგიონის 20-მდე თვითმოქმედი ანსამბლი, ათეულობით ადგილობრივი საწარმო და კულინარები იღებენ მონაწილეობას. იმის გარდა, რომ ვიზიტორებსა და ტურისტებს მართლაც შთამბეჭდავი სანახაობა და კულტურული გართობა ელით, ადგილობრივებს საშუალება ეძელავთ საკუთარი ნაწარმო გამოფინონ: ქართული ყველის, მწვადის, კახური პურეულისა და ღვინოების შეძენა ყველა მომხმარებელს შეეძლება.
,,ხალხური რეწვის, კულინარიისა და შემოქმედების ფესტივალი-ნუკრიანი 2011
ღონისძიების ჩატარების ადგილი: სიღნაღის რაიონი, სოფელი ნუკრიანი
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2011; დასაწყისი 13.00
ორგანიზატორები: ”სათემო განვითარების ცენტრი” და სათემო კავშირი ”ნუკრიანი”
ხალხური რეწვის, კულინარიისა და შემოქმედების ფესტივალი-ნუკრიანი 2011
წელს უკვე მესამედ ტარდება და მონაწილეებსა და სტუმრებს მთელი კახეთიდან ელის;
ფესტივალის მიზანია: კახეთის რეგიონის შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენა და პოპულარიზაცია, კახეთის ტურისტული განვითარების მხარდაჭერა და სოფლის ცხოვრების გამრავალფეროვნება;
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება
- კახეთის რეგიონის ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა;
- ჩატარდება ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი;
- გაიმართება ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა (აგრობაზარი)
- იმუშავებს ქართული სამზარეულო;
- გაიყიდება კახური ღვინო;
- იგეგმება სპეციალური გასართობი პროგრამა ბავშვებისათვის.
აუცილებლად მიგვაჩნია რეგიონის განვითარების პროცესში, მასში შემავალი ყველა მუნიციპალიტეტის ჩართვა და აქედან გამომდინარე, თითოეული მუნიციპალიტეტის პოტენციალის გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის.
მისამართი: სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ნუკრიანი, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია.
ფესტივალის მხარდამჭერები:
- Diakonisches Werk der EKD, BfdW, Deutschland
- ფონდი ”ღია საზოგადოება – საქართველო”
- სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა
- სიღნაღის განათლების, კულტურის, სპორტის და ძეგლთა დაცვის სამსახური
- სოფელ ნუკრიანის ტერიტორიული ორგანო
- სოფელ ნუკრიანის #1 საჯარო სკოლა
- ნუკრიანის სახელოსნოები
- ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ”ელკანა”
”სათემო გენვითარების ცენტრი”
სათემო კავშირი ”ნუკრიანი”