ახალი ამბები

ახალი ამბები

გურჯაანში ცეცხლის გამოყენების უძველესი კვალი აღმოაჩინეს

რქეოლოგიურ ფენებში სპეციალისტებმა ქვის უძველეს არტეფაქტებს და პრეისტორიული ცხოველების ნაშთებს მიაკვლიეს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი 5 ხელუხლებელი გეოლოგიური და კულტურული ფენა ამ ტერიტორიაზე მოსახლე პირველყოფილი ადამიანის შესახებ უნიკალურ ინფორმაციას იძლევა.

Read More
ახალი ამბები

მანქანიდან ნაგვის გადაყრისთვის ჯარიმა 120 ლარით განისაზღვრება

ფეხით მოსიარულეთათვის ჯარიმა 80 ლარი იქნება, სახლიდან ნარჩენების გადაყრისთვის – 100, მანქანიდან გადაგდების შემთხვევაში კი 120 ლარი.  თუ ნაგვის ოდენობა ორ კილოგრამს აღემატება, ჯარიმის ოდენობაც გაიზრდება. 50 ლარით კი ის მოქალაქები დაჯარიმდებიან, რომლებიც საკუთარი შინაური ცხოველების ფეკალიებს ქუჩაში დატოვებენ.

Read More
ახალი ამბები

დედოფლისწყაროში გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გარემოვაჭრეები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გარევაჭრობის ნებას არ აძლევენ.

Read More
ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დამატებით 45 შტატზე ვაკანსია გამოცხადდა

“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” შესული ცვლილებების თანახმად, რომელიც თვითმმართველობებს აპარატებში შტატების დამატებისა და საშტატო ერთეულების გაზრდის შესაძლებლობას აძლევს, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში დაემატება 45 შტატი, რომელზეც ვაკანსია 11 დეკემბერს გამოცხადდა. 

Read More
ახალი ამბები

ყვარელში ლიტერატურული მარათონი გაიმართა

ყვარლის მუნიციპალიტეტში ლიტერატურული მარათონი გაიმართა, რომელიც კულტურის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით ჩატარდა. 

Read More
ახალი ამბები

სახელმწიფო უნივერსიტეტების 21 ფაკულტეტზე სწავლა უფასო გახდა

საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტების 21 ფაკულტეტზე სწავლა უფასო გახდა. როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, სწავლის გადასახადს უწყება დააფინანსებს.

Read More
ახალი ამბები

ძაღლის მეპატრონე 50 ლარით დაჯარიმდება, თუ ტერიტორიას ფეკალიებისგან არ გაასუფთავებს

პარლამენტში “ნარჩენების მართვის კოდექსში” შესატან ცვლილებებს განიხილავენ, რომლის მიხედვითაც, ნარჩენების სფეროში სამართლებრივი საფუძვლები უნდა განისაზღვროს. 

Read More
ახალი ამბები

დღეს ლარის ოფიციალური კურსი 1.92 ლარით განისაზღვრა

ეროვნულმა ბანკმა დოლართან მიმართებაში ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. სებ-ის ინფორმაციით, 11 დეკემბერს 1 დოლარი 1.8918 ლარი ეღირება, რაც 10 დეკემბრის მაჩვენებელზე 0.0347 ლარით ნაკლებია.
დღეს ლარი დაახლოებით 3 პუნქტით გამყარდა.

Read More
ახალი ამბები

თელავის ბაღებს ინფრასტრუქტურული აღჭურვილობა გადაეცათ

თელავის მერის, პლატონ კალმახელიძეს თქმით, ბაღები თვის ბოლომდე შესაბამისი ბიბლიოთეკით და სათამაშოებით მომარაგდებიან.  ახალ ინვენტარში შედის: თარო-კარადები, მაგიდები, ბავშვის საწოლები, მასწავლებლის სამუშაო მაგიდები, სამზარეულოს კარადები, სამზარეულოს მაგიდები.  

Read More
ახალი ამბები

თელავში საახალწლო ღონისძიებებზე 25 000 ლარი დაიხარჯება

ქალაქში ღონისძიებები 31 დეკემბერს, დღის 12 საათზე, ნადიკვარის პარკში დაიწყება. საღამოს კი ბენდი ,,მუსიკის ქალაქი” გალა-კონცერტს გამართავს. საახალწლო ღონისძიებებზე ქალაქის მერიის ბიუჯეტიდან  25 000 ლარი დაიხარჯება

Read More