ახალი ამბები

დღეს ლარის ოფიციალური კურსი 1.92 ლარით განისაზღვრა

დღეს ლარი დაახლოებით 3 პუნქტით გამყარდა. დოლართან მიმართებაში ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა.  ახალი კურსის მიხედვით, რომელიც ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, 11 დეკემბრიდან 1 დოლარის შეძენა 1.89 ლარი ეღირება.  ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 1.92 ლარს შეადგენს.