ახალი ამბები

ძაღლის მეპატრონე 50 ლარით დაჯარიმდება, თუ ტერიტორიას ფეკალიებისგან არ გაასუფთავებს

კანონის მიხედვით, უნდა მოხდეს იმ ადამიანებისთვის ჯარიმების განსაზღვრაც, რომელთა შინაურმა ცხოველმა, ტერიტორიების ფეკალური მასებით დაბინძურება მოახდინა. 
ცვლილება ითვალისწინებს შინაური ცხოველის მეპატრონის 50 ლარით დაჯარიმებას, თუკი მეპატრონის მიერ ტერიტორიის ფეკალური მასისგან გასუფთავება არ მოხდა. 150 ლარით დაჯარიმდება ის ადამიანი, რომლის ცხოველემა, ტერიტორიის 1 კუბური მეტრი ფეკალური მასით დაბინძურება მოახდინა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრ გოგა ხაჩიძის განცხადებით, კანონი გაუაზრებლად დაწერილია და გაურკვეველია, როგორ უნდა მოხდეს ამის მონიტორინგი. 
“ეს კანონი არის გაუაზრებელ სურვილებზე აგებული. კანონში გვაქვს, რომ ძაღლის და სხვა ცხოველების მიერ ტერიტორიის ფეკალური მასებით დაბინძურება იწვევს დაჯარიმებას 50 ლარით, თუმცა, ცხოველის მეპატრონე თუკი ტერიტორიის გასუფთავებას მოახდენს, მისთვის ჯარიმა არ იმოქმედებს. იქვე მეორე ნაწილში წერია, რომ ტერიტორიის ერთი კუბური მეტრი ფეკალური მასით დაბინძურება 150 ლარით ჯარიმდება. იქნებ ამასაც ასუფთავებს ადამიანი??, – განაცხადა ხაჩიძემ.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილის, მაია ბითაძეს თქმით, რეგულაციების განხორციელება მნიშვნელოვანია და ამ პროცესებს ის ადამიანები გააკონტროლებენ, რომლებიც სამინისტროში არიან დასაქმებულები.