ახალი ამბები

სახელმწიფო უნივერსიტეტების 21 ფაკულტეტზე სწავლა უფასო გახდა

განათლების მინისტრის მრჩეველის ახალგაზრდულ საკითხებში, ოთარ აბესაძეს თქმით, პროექტი ქართველმა და საერთაშორისო ექსპერტებმა გაწერეს.
,,პროექტის მიზანია იმ მიმართულებების გაძლიერება, რაც სჭირდება დღეს სახელმწიფოს. ეს არის აგრონომია, ვეტერინარია, მეცხოველეობა, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, განათლების მეცნიერებები, მასწავლებლის განათლება, საინჟiნრო ფიზიკა, ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია, მშენებლობა, აგროინჟინერია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანი, გამოყენებითი ბიომეცნიერებები, ეკონომიკა, ხაზს ვუსვამ ეკონომიკას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ისტორია, ფილოლოგია, ფილოსოფია, არქიტექტურა და არქეოლოგია. 
სტუდენტების სრული უმრავლესობა, რომელიც პირდაპირი წესით, ეროვნული გამოცდებით მოხვდებიან ამ ფაკულტეტზე, ისწავლიან უფასოდ და თუ გადაიტანენ შემდეგ საბუთებს, ეს ვაუჩერი, რა თქმა უნდა, არ მიჰყვება”,-განაცხადა აბესაძემ.