ახალი ამბები

დედოფლისწყაროში გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

გარემოვაჭრე მაია ტუხაშვილის თქმით, გამგეობის თანამშრომლები მათ უცენზურო სიტყვებით მიმართავენ და ჯარიმის გამოწერით ემუქრებიან.
,,ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს, არ გვაძლევნ გარევაჭრობის ნებას რომ საჭმლის ფული ვიშოვოთ. მარტოხელა დედა ვარ, ავადმყოფი, თუ არ მომცეს ვაჭრობის ნება რითი შევინახო ჩემი შვილი. გამგეობის თანამშრომელმა ავთანდილ თეთრაულმა კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. გარდა ამისა, გვეუბნებიან ბაზრის ტერიტორიაზე შედით და იქ ივაჭრეთო, მაგრამ ვერ შევალთ რადგან არ არის ადგილი და თან საშინელი ანტისანიტარიაა, თაგვებით არის სავსე. ვითხოვთ, საახალწლოდ გარევაჭრობის ნება დაგვრთონ, ფულის მოგროვება შევძლოთ. იმას ხომ არ ვითხოვთ ვინმემ ბინა მოგვცეს”, -განუცხადა knews.ge-ს გარემოვაჭრე მაია ტუხაშვილმა.
გარემოვაჭრეების თქმით, აგრარულ ბაზარში არსებული ადგილი, სადაც გამგეობა მათ გადასვლას სთავაზობთ, დაბინძურებულია.
გარემოვაჭრე გურამ კოკილაშვილის თქმით, ისინი ბაზრის ტერიტორიაზე შესვლას არ აპირებენ, რადგან ადგილი ნესტიანი და დაბინძურებულია:
,,გვეუბნებიან ბაზრის ტერიტირიაზე შედით, სადაც ფეხზე სადგომი ადგილიც კი არ არის, სულ სინესტეა და ანტისანიტარია. გარდა ამისა, ისეთი მიუდგომელი ადგილია არავინ მოვა რამის საყიდლად. ვთხოვთ, მოგვხედონ და დაგვიდგნენ გვერდში”,- განუცხადა knews.ge-ს გურამ კოკილაშვილმა.
გარემოვაჭრეების თქმით, იმ შემთხვევაში თუ გამგეობა არ დაეხმარებათ, საპროტესტო აქციებს გამართავენ.