ახალი ამბები

ახალი ამბები

დაუბეგრავი მინიმუმი აღარ გაუქმდება

დეპუტატებმა “საგადასახადო კოდექსში” შესატან ცვლილებებს, რომელიც დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმებას უკავშირდებოდა, მხარი არ დაუჭირეს. უმცირესობის დეპუტატის გიორგი ვაშაძის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” კიდევ ერთხელ არ მიეცა იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი მოქალაქეები მოეტყუებინა.

Read More
ახალი ამბები

სირიაში კიდევ ერთი პანკისელი გარდაიცვალა

ისრაფილი ცათიაშვილების ოჯახის მეორე წევრია, რომელიც სირიაში გარდაიცვალა. ერთი თვის წინ სირიაში მისი ძმა, 21 წლის ზელიმხან ცათიაშვილი დაიღუპა.

Read More
ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი 6 მილიონ 503 ათასი ლარით განისაზღვრა

დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2015 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტს 23-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, პაატა გიორგობიანის თქმით, წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 6 მილიონ 503 ათასი ლარით განისაზღვრა.

Read More
ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა წინასაახალწლოდ 100 ათას ლარამდე პრემიას გასცემს

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, მიხეილ შაშიაშვილის თქმით, პრემია თანამშრომლებს მეცამეტე ხელფასის სახით გადაეცემათ.

Read More
ახალი ამბები

რადიო ,,ჰერეთი” 20-მდე ოჯახს დაეხმარა

აქცია ,,ჰერეთმა” მას შემდეგ დაგეგმა რაც ეთერში უამრავი გაჭირვებული ადამიანის ისტორია დაგროვდა. რადიოს თანამშრომლებმა, აქციის ფარგლებში, შეგროვებული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სათამაშოები 20-მდე გაჭირვებულ ოჯახს, ჯამში 100-მდე ადამიანს გადასცეს. აღნიშნული ოჯახების უმეტესობა მრავალშვილიანია. 

Read More
ახალი ამბები

სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ტრენინგი საგარეჯოში

პროექტის “გაიგე მეტი, შეცვალე დამოკიდებულება” მთავარი მიზანია ახალგაზრდებს ინფორმაცია მიეწოდოთ აღნიშნული თემების შესახებ, რადგან პრობლემას ხშირად სწორედ ინფორმაციის ნაკლებობა იწვევს.

Read More
ახალი ამბები

სემინარი ადამიანის უფლებებზე

შეხვედრაზე განხილული იყო საკითხები, რომელიც სქესობრივი და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას ეხება. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ბროშურები გადაეცათ.

Read More
ახალი ამბები

სოფელ ლამბალოში ადრეული ქორწინების თემაზე დისკუსია გაიმართა

პროექტის ფარგლებში ითარგმნა და დამზადდა წებოვანი, ილუსტრირებული  სტიკერები, რომლებიც ახალგაზრდებმა სკოლასა და უბნებში გააკრეს. საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა მიიღეს.

Read More
ახალი ამბები

დედოფლისწყაროში ინფრასტრუქტურის მიმართულებაზე ბიუჯეტიდან 708 ათასი ლარი დაიხარჯება

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დეპუტატების ხმათა უმრავლესობით 2015 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. 
როგორც გამგეობაში აცხადებენ, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 4459,6 ათას ლარს შეადგენს,ხოლო ხარჯვითი ნაწილი 5365,7 ათას ლარს.

Read More
ახალი ამბები

სოფელ იყალთოში ახალი სკვერი იხსნება

სოფელ იყალთოს ცენტრში ახალი სკვერის მშენებლობა და მოწყობა უახლოეს მომავალში დასრულდება.
თვითმმართველი თემი, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილის, განცხადებით „სკვერში დამონტაჟდება განათება, განთავსდება სკამები, დაირგვება ხეები და ძალიან მალე როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ასაკოვანი ადამიანებისთვის იყალთოს სკვერი დასვენების და თავშეყრის საუკეთესო ადგილი გახდება.”

Read More