სოფელ ლამბალოში ადრეული ქორწინების თემაზე დისკუსია გაიმართა
,,ახალაზრდობის განვითარების ცენტრი – XXI-ს“ ორგანიზებით პროექტის “გაიგე მეტი, შეცვალე დამოკიდებულება” ფარგლებში, სოფელ ლამბალოში საჯარო დისკუსია გაიმართა თემაზე ადრეული ქორწინება და მოსალოდნელი შედეგები. საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა მიიღეს. შეხვედრაზე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი ადრეულ ქორწინების თემაზე, ახალგაზრდები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ დისკუსიაში. შეხვედრისათვის, პროექტის ფარგლებში, ითარგმნა და დამზადდა წებოვანი, ილუსტრირებული სტიკერები, რომლებიც ახალგაზრდებმა სკოლასა და უბნებში გააკრეს. ანუკი მოსიაშვილი, პროექტის კოორდინატორი: ,,საჯარო დისკუსიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა მსგავსი აქტივობების გაგრძელების საჭიროება, ყველაზე მეტად კი იქ, სადაც ინფორმაციის არანაირი წყარო არ არსებობს ამ თემების შესახებ“. პროექტი ხორციელდება კახეთის სამოქალაქო ლიგის მხარდაჭერით გაეროს ერთობლივი პროგრამის მცირე გრანტების ფარგლებში.

