ვიდეორეპორტაჟი

ერთი დღე ქალის ცხოვრებიდან

მისი ცხოვრების ერთი ჩვეულებრივი დღე ყოველდღიურ ყოფასთან ჭიდილით იწყება. შეშის დაჩეხვა და ღუმელის ანთება, რადგან მის ბინაში გაზი არ არის, სადილის მომზადების შემდეგ ჭურჭლის გარეცხვა, წყლის, საკანალიზაციო სიტემა გაუმართავია.

შემდეგ გოგონა  სკოლაში მიჰყავს, იმისათვის, რომ ბავშვმა სკოლაში სიარული შეძლოს, ნინოს დახმარება სჭირდება, ეზო, ქუჩა მოუწესრიგებელია, ამიტომ სკოლამდე ტაქსით მიდიან.

იმის გამო, რომ ბავშვს გადაადგილებაში დახმარება სჭირდება, ნინომ სამსახური დატოვა. რთულ მატერიალურ პირობებს ბავშვის ავადმყოფობა ემატება.

ნინო ყოველდღიურ რუტინასთან მარტოა, მას მხოლოდ მცირედი სოციალური შემწეობით უწევს გაჭირვებასთან ჭიდილი. ის ქალია, მისი დღე კი იმაზე მძიმე, ვიდრე რამდენიმე მამაკაცის ღონე  გაწვდება.

ნინო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მშობელთა გაერთიანებისათვის იბრძვის, სურს მის გოგონას, სხვა ბავშვების მსგავსად, ნორმალური ცხორების, განათლებისა და პიროვნლი ზრდის შესაძლებლობა ჰქონდეს.