ახალი ამბები

სირიაში კიდევ ერთი პანკისელი გარდაიცვალა

სირიაში კიდევ ერთი პანკისელი, 18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი გარდაიცვალა. პანკისელების განცხადებით, ცათიაშვილი ქალაქ ქობანთან შეტაკებების დროს დაიღუპა. 
ისრაფილი ცათიაშვილების ოჯახის მეორე წევრია, რომელიც სირიაში გარდაიცვალა. ერთი თვის წინ სირიაში მისი ძმა, 21 წლის ზელიმხან ცათიაშვილი დაიღუპა.
წელს სირიაში პანკისიდან უკვე მერვე მებრძოლი დაიღუპა. ისინი ე.წ “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთ ლიდერთან, თარხან ბათირაშვილთან, იგივე ომარ ალშიშანთან დაახლოებული პირები იყვნენ. არაოფიციალური ინფორმაციით, სირიაში 50-ზე მეტი პანკისელი იბრძვის.