ახალი ამბები

დაუბეგრავი მინიმუმი აღარ გაუქმდება

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, 2015 წლისთვის მიღებულ შემოსავლებზე დაუბეგრავი მინიმუმის პრინციპი აღარ იმოქმედებდა.
აღნიშნული პრინციპი გულისხმობს იმას, რომ ფიზიკური პირი, რომლის ხელფასი ან მიღებული შემოსავალი ერთი წლის მანძილზე 1800-6000 ლარს არ აჭარბებს, სახელმწიფოსგან უკან დაიბრუნებს 360 ლარს, ხოლო თუ მოქალაქეს 1800 ლარზე ნაკლები აქვს მიღებული შემოსავლის სახით, მაშინ იგი დაიბრუნებს წლის განმავლობაში მიღებული თანხის 20 პროცენტს.
შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების დროს დაგეგმილი იყო საშემოსავლო გადასახადის შემცირება – კერძოდ 2013 წლის იანვრიდან 18, ხოლო 2014 წლიდან 15 პროცენტამდე.

არჩევნების შემდეგ მოხდა გადასახადის განაკვეთების ლიბერალიზაციის პროცესის შეჩერება. “საგადასახადო კოდექსში” გათვალისწინებული ცვლილებებით, კანონის ძირითადი ნაწილიდან ყველა ის ნორმა ამოდიოდა, რომელიც დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების წესებს ადგენს.
მთავრობა დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმების შედეგად დაახლოებით 140-მილიონი ლარის ოდენობის რესურსის გამოთავისუფლებას ელოდა, 2014 წელს დაუბეგრავი მინიმუმით 470 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა, ბიუჯეტიდან მათთვის ჯამში 131 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.