საქართველოს ფოსტით ევროპაში ამანათების გაგზავნის ტარიფები გაიზარდა
საქართველოს ფოსტამ საზღვარგარეთ ამანათების გაგზავნის ტარიფები გაზარდა. ტარიფების ცვლილების შესახებ ინფორმაციას BMG-სთან ცხელ ხაზზე ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ გაზრდილი ტარიფები დეკემბრიდან ამოქმედდა.
საზღვარგარეთ ამანათების გაგზავნის ტარიფების ზრდის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად “TV პირველმა” გაავრცელა.
განახლებული ტარიფებით, საბერძნეთის, კერძოდ ათენის მიმართულებით 1 კილოგრამამდე ამანათის გაგზავნის საფასური 1.7 ევროდან 2.2 ევრომდე გაიზარდა, რაც დაახლოებით 30%-იანი ზრდაა.
ესპანეთის, ბარსელონას მიმართულებით განახლებული ტარიფი 3.7 ევროა, რაც აღემატება აქამდე არსებულ 3.2 ევროს.
იტალიის მიმართულებით ასევე გაზრდილი ტარიფები და ბარის შემთხვევაში 2.65 ევროა (აქამდე 2.15 ევრო იყო), ხოლო მილანის 3.2 ევრო (ძველი ტარიფი 2.7 ევრო) და რომის 3.5 ევრო (ძველი ტარიფი 2.6 ევრო).
საფრანგეთის მიმართულებით ტარიფი 50 ცენტით, 5.5 ევრომდე გაიზარდა.
პოლონეთის მიმართულებით ტარიფი 15.1 ლარიდან 16.7 ლარამდე გაიზარდა.
გერმანიის შემთხვევაში 5 კილოგრამამდე ამანათის ახალი ტარიფი 91.5 ლარია, რაც აღემატება აქამდე არსებულ 83.2 ლარს.

