სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ტრენინგი საგარეჯოში
სოფელ ხაშმში, გიორგიწმინდაში და ნინოწმინდაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის გენდერის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ,,ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი – XXI-ს“ ორგანიზებით ტრენინგი ჩატარდა. პროექტის “გაიგე მეტი, შეცვალე დამოკიდებულება” მთავარი მიზანია ახალგაზრდებს ინფორმაცია მიეწოდოთ აღნიშნული თემების შესახებ, რადგან პრობლემას ხშირად სწორედ ინფორმაციის ნაკლებობა იწვევს. ტრენინგი წარიმართა თანასწორთა განათლების მეთოდებით, სიმულაციური სავარჯიშოების მეშვეობით ახალგაზრდებმა თავად გამოიტანეს დასკვნები და კრიტიკულად გაანალიზეს გენდერული თანასწორობის და გენდერული სტერეოტიპების პრობლემა საქართველოში.

