ახალი ამბები

რადიო ,,ჰერეთი” 20-მდე ოჯახს დაეხმარა

რადიო “ჰერეთის” მიერ ორგანიზებული აქცია სახელწოდებით – “იყავი ქველმოქმედი” დასრულდა. რადიოს თანამშრომლებმა, აქციის ფარგლებში, შეგროვებული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სათამაშოები 20-მდე გაჭირვებულ ოჯახს, ჯამში 100-მდე ადამიანს გადასცეს. აღნიშნული ოჯახების უმეტესობა მრავალშვილიანია. არიან ოჯახები სადაც 14 სული ცხოვრობს.
აქციას 80-მდე რიგითი ადამიანი შეუერთდა. მათ, სოციალურად გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად “ჰერეთის” ოფისში თბილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სათამაშოები, ბოლო თვენახევრის განმავლობაში მოჰქონდათ. აქცია ,,ჰერეთმა” მას შემდეგ დაგეგმა რაც ეთერში უამრავი გაჭირვებული ადამიანის ისტორია დაგროვდა.

ფოტო:რადიო ,,ჰერეთი”