ახალი ამბები

ახალი ამბები

დღეს მართლმადიდებელი სამყარო ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

დღეს მართლმადიდებელი სამყარო ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II სადღესასაწულო წირვა სამების ლავრის ხარების სახელობის ტაძარში აღავლენს. აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა კი სადღესასწაულო ღამისთევის ღმრთისმსახურება ალავერდის წმ. გიორგისა სახელობის ტაძარში აღავლინა. 

Read More
ახალი ამბები

ღვინის ტურიზმის გზამკვლევში რეგიონებში არსებული ღვინის მარნები მოხვდა

ღვინის ტურიზმის გზამკვლევში მოცემულია დეტალური ინფორმაცია საქართველოს რეგიონებში არსებული ღვინის მარნების, სასტუმროების და სპეციალიზირებული ღვინის მაღაზიების შესახებ. 

Read More
ახალი ამბები

1 დოლარი 2.2505 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. 

Read More
ახალი ამბები

თელავის გამგეობაში 46 ვაკანსიაზე 1030 განაცხადი შევიდა

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ კონკურსში 46 ვაკანსიაზე 1030 განაცხადია შესული. როგორც უწყების ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი, ნინო აფციაური აცხადებს, ამ ეტაპზე კონკურსანტების საბუთების გადარჩევის პროცესი მიმდინარეობს.

Read More
ახალი ამბები

უზენაესმა სასამართლომ რადიო ,,ჰერეთის” სარჩელი დააკმაყოფილა

უზენაესმა სასამართლომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ის განჩინება გააუქმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) შუამდგომლობა დააკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე დავა ჰერეთის წინააღმდეგ იქამდე გაჩერდა, ვიდრე შპს “ენერჯი გრუპის” დავა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ არ დასრულდებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოში.

Read More
ახალი ამბები

საპროტესტო აქცია დუისში – უხუცესთა საბჭოს გზავნილი ხელისუფლებას

სოფელ დუისში საპროტესტო აქცია და უხუცესთა საბჭოს სხდომა გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ხეობიდან სირიაში საბრძოლველად ახალგაზრდების წასვლის გახშირებული ფაქტები გააპროტესტეს და ხელისუფლებას დახმარება სთხოვეს. უხუცესთა საბჭოს წევრებმა წერილობითი მიმართვა შეიმუშავეს, რომელსაც ხელისუფლებას გაუგზავნიან. ისინი 2 დღის წინ სირიაში წასული სკოლის მოსწავლეების დაბრუნებაში დახმარებას ითხოვენ. ასევე მათი მოთხოვნაა შეიქნას გარკვეული დამცავი მექანიზმი ან საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც გააკონტროლებს ქართველი ახალგაზრდების ჩართვას ქვეყნის გარეთ მიმდინარე მსგავს პროცესებში. საბჭოს სხდომას ხეობაში მცხოვრები ვაჰაბისტებიც ესწრებოდნენ, თუმცა მათ მიმართვას ხელი არ მოაწერეს. მათი თქმით სრულწლოვანმა ადამიანმა ყველა საკითხზე გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს.


Read More
ახალი ამბები

თელავის თემში ნარჩენების მართვის მომსახურების გასაუმჯობესებლად 850.000 ლარი დაიხარჯება

თელავის თვითმმართველ თემში, მუნიციპალური ნარჩენების მართვის პროექტის – “ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის პილოტირება თელავის მუნიციპალიტეტის სამიზნე ტერიტორიებზე” ფარგლებში განხილვა გაიმართა.

Read More
ახალი ამბები

დაუბეგრავი მინიმუმის ჩარიცხვა შემდეგი კვირიდან დაიწყება

დაუბეგრავი მინიმუმის ჩარიცხვა შემდეგი კვირიდან დაიწყება. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ ჩარიცხვა მომავალი კვირიდან დაიწყება. 

Read More
ახალი ამბები

თელავის გამგეობამ სიმბოლოების ესკიზების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა

თელავის თვითმმართველი თემის საკრებულომ სიმბოლოების (გერბი და დროშა) ესკიზების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი ტარდება ერთ ტურად და მასში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს.

Read More