ახალი ამბები

იყალთოში ქვევრის სახლის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის ალექსანდრე შათირიშვილის განცხადებით, “ქვევრის სახლის პროექტი იყალთოს განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია:
,,მოვუწოდებ იყალთოს მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთონ პროექტის განხორციელებასა და ჩასატარებელი სამუშაოების მონიტორინგში.
იყალთოს ადმინისტრაციულ ერთეულში ქვევრის სკოლა-სახელოსნოს მშენებლობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით ახორციელებს. მშენებლობა 18 თვეში დამთავრდება”. 
მისივე თქმით, პროექტის დეტალები უკვე შეთანხმებულია მისი ბიუჯეტი კი სამი მილიონი ლარია. 
,,აღნიშნული პროექტი არა მხოლოდ თელავისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბოლო დროს ღვინოზე და ქვევრზე მოთხოვნა გაიზარდა. რაიონში არის ადგილები, სადაც კუსტარული წესით ამზადებენ, მაგრამ იქ მოქალაქეს შესაძლებელია ერთი ქვევრის ყიდვისთვის რამდენიმე წელი მოუწიოს ლოდინი. ,,ქვევრის სახლში’’ კი სტანდარტული ქვევრის დამზადება იქნება შესაძლებელი და ასევე გაიხსნება ჯგუფი, სადაც ახალგაზრდები აღნიშნულ ხელოვნებას შეისწავლიან’‘,- განუცხადა Knews.ge-ს ალექსანდრე შათირიშვილმა.
მისივე თქმით, ,,ქვევრის სახლის” მშენებლობა სოფელში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.