ახალი ამბები

თელავის გამგეობაში 46 ვაკანსიაზე 1030 განაცხადი შევიდა

მისივე თქმით, გამგეობის მიერ ბოლოს გამოცხადებულ 7 ვაკანსიაზე განაცხადების მიღება უკვე დასრულდა.
,,გამგეობის მიერ პირველ ეტაპზე გამოცხადებულ 42 ვაკანსიაზე 827 განაცხადი შემოვიდა, აქედან 3-ზე კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა. გარდა ამისა, ქონების მართვის განყოფილების შექმნის გამო დარჩენილ სამ ვაკანსიას დაემატა 4 და ხელახლა 7 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა კონკურსი, სადაც 203 განაცხადი შემოვიდა. ამ დროისთვის განაცხადების მიღება დასრულებულია და მიმდინარეობს კონკურსანტების საბუთების გადარჩევა,”- განუცხადა Knews.ge-ს ნინო აფციაურმა.
მისივე თქმით, საბუთების გადარჩევის შემდეგ კონკურსის მეორე ეტაპი ტესტირება, სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებში ჩატარდება.