ახალი ამბები

საპროტესტო აქცია დუისში – უხუცესთა საბჭოს გზავნილი ხელისუფლებას

აქციის მონაწილეების თქმით, ხეობაში არსებობს ჯგუფი, რომელსაც სირიის მიმართულებით ახალგაზრდები გაჰყავს. მათივე თქმით, თუ სირიაში ახალაგაზრდების გაყვანა არ შეწყდა, ხეობაში ვითარება უკიდურესად დაიძაბება და გამორიცხული არ არის, ტრადიციულმუსლიმებს და ვაჰაბიტებს შორის დაპირისპირებაც დაიწყოს. 
როგორც უხუცესთა საბჭოს წევრი, ხასო ხანგოშვილმა აცხადებს, ბოლო დროს ხეობიდან ახალგაზრდების გადინების ფაქტები საგანგაშოდ გაიზარდა. მისივე თქმით, ისინი ხელისუფლებას წერილობით მიმართავენ, რომ შეწყდეს სირიაში მებრძოლთა წასვლა. 
აქციის მონაწილეები სირიაში ორი დღის წინ წასული სკოლის მოსწავლეების დაბრუნებაში დახმარებასაც ითხოვენ. 16 წლის მ.კ და 18 წლის რ.ბ მშობლები ვარაუდობენ, რომ მათი შვილები პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურიდან, სირიაში საბრძოლველად წავიდნენ. მოსწავლეების მშობლების ინფორმაციით, ისინი რამდენიმე დღის წინ სკოლაში წავიდნენ და უკან აღარ დაბრუნებულან.