ახალი ამბები

ახალი ამბები

თელავში რამდენიმე ქუჩას ენერგომომარაგება შეეზღუდება

თელავის ხევის რეაბილიტაციის ფარგლებში, ელექტროგადამცემი საკაბელო სისტემის რეკონსტრუქციის სამუშაოებს სს,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ქსელის ექსპლუატაციის სამსახური განახორციელებს.

Read More
ახალი ამბები

სოფელ ნუკრიანში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სიღნაღის მუნციციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც გამგეობაში აცხადებენ, პროექტის ღირებულება 29 400 ლარია. 

Read More
ახალი ამბები

ქართული ბალი გასაყიდად აზიის ქვეყნებში გავა

მიმდინარე წელს, ქართული ბალი ექსპორტზე აზიის ქვეყნებში გავა. ხილის საზღვარგარეთ გატანას კანადური კომპანია „კავკასიის ნექტარი” იწყებს.
კომპანიას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხილის ბაღები აქვს, სადაც ვაშლი, ატამი, ქლიავი და ბალი მოჰყავთ. 

Read More
ახალი ამბები

ფოტომახემ ლაგოდეხში ბრაკონიერი დააფიქსირა

მამაკაცი, რომელიც ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა ფოტომახემ დააფიქსირა. როგორც ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში განაცხადეს, სამართალდამრღვევს ჩამოერთვა იარაღი და შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

Read More
ახალი ამბები

კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა გამოიყენეს

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ცნობით, სტიქიის შედეგების შემარბილებელი ღონისძიებების ფარგლებში, სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი “დელტა”-ს მიერ კახეთის რეგიონში პირველად განხორციელდა ახლახან დამონტაჟებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გამოყენება. 

Read More
ახალი ამბები

გურჯაანში ავარიის შედეგად მე-12 კლასელები მძიმედ დაშავდნენ

ყვარელი-გურჯაანის გზაზე, გურჯაანის #2-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები ავარიაში მოყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, “ბე-ემ-ვეს” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

Read More
ახალი ამბები

თელავში განჯინა გაიხსნა

დღეს, თელავში განჯინა – ,,გაიღე და მიიღე“ გაიხსნა. მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, განჯინაში მიიტანონ საჭირო ნივთები, რომლებსაც სხვა ადამიანები საჭიროებისამებრ გამოიყენებენ. განჯინა, თელავის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭადრაკის სახლთან დგას.

Read More
ახალი ამბები

აგრარულ კომიტეტს გელა სამხარაული უხელმძღვანელებს

საქართველო პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული უხელმძღვანელებს.

Read More
ახალი ამბები

თელავში საკარმიდამო ნაკვეთები დაისეტყვა

ძლიერმა სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი კურდღელაური დააზარალა. დასეტყვილია ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები, ასევე საკარმიდამო ნაკვეთები. დასეტყვილია სოფელი ვარდისუბანიც.

Read More
ახალი ამბები

სიღნაღში ჭადრაკის ჩემპიონატი ჩატარდა

სიღნაღში, ა.(ა).ი.პ. „კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანების“ ორგანიზებით, ჭადრაკში კახეთის გუნდური ჩემპიონატი ჩატარდა. ჩემპიონატში მონაწილეობა 7-დან 18 წლამდე ასაკის კახეთის რეგიონის სხვადასხვა გუნდის მოჭადრაკეებმა მიიღეს. შეჯიბრი ფიდეს წესებით ჩატარდა.

Read More