აგრარულ კომიტეტს გელა სამხარაული უხელმძღვანელებს
კომიტეტის თავმჯდომარეობის ვაკანტურ თანამდებობაზე სამხარაულის კანდიდატურა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა დაასახელა. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება უმრავლესობაში შემავალ ფრაქციებთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღეს:
“პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატურის დასახელება არის ფრაქციების, საპარლამენტო ჯგუფების უფლება, თუმცა თუ შესაბამისი ვადის ამოწურვამდე ეს უფლება არ იქნა რეალიზებული, შემდგომ უკვე პარლამენტის თავმჯდომარეს ენიჭება აღნიშნული უფლებამოსილება. მე ვსარგებლობ ამ უფლებით, მაგრამ არა ერთპიროვნულად – მქონდა კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობაში გაერთიანებულ ფრაქციებთან და მათთან მოლაპარაკებების შედეგად შემოვდივარ წინადადებით, რომ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ იქნას გელა სამხარაულის კანდიდატურა”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
გელა ნსამხარაულს შესაბამის კომიტეტში თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა. მან შეცვალა გიგლა აგულაშვილი, რომელიც გარემოს დაცვის მინისტრი გახდა.